როგორც Sky News- ისთვის გახდა ცნობილი, პრემიერ ლიგის პრეზიდენტმა რიჩარდს მასტერსმა ულტიმატუმით მოითხოვა სუპერ ლიგის პროექტში მონაწილე კლუბების ვიცე პრეზიდენტებს პრემიერ ლიგის ქვეკომიტეტების დატოვება.
მასტერსი დაუკავშირდა ექვსივე დირექტორს და მოსთხოვა მათ ნებაყოფლობითი გადადგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებენ.
"იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი იყო სამაუწყებლო საკონსულტაციო ჯგუფის წევრი, თუმცა, "იუნაიტედიდან" მოსალოდნელი წასვლის გამო, ვუდვარდი ისედაც დატოვებდა თავის პოსტს პრემიერ ლიგაში.
პრემიერ ლიგის 14 კლუბის მორიგი შეხვედრის შემდეგ, მასტერსმა მისი მოთხოვნა ლიდერებს გადასცა.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე გამოთქვამს დაკარგული ნდობის აღდგენის სურვილს, ეგრეთ წოდებული "დიდი ექვსის" კლუბები ექვემდებარება სანქციებს, კურსის შეცვლისა და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის მიუხედავად.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.