კლუბის ერთ-ერთმა მფლობელმა და თანათავმჯდომარემ ჯოელ გლეიზერმა ფანებს ღია წერილი მისწერა, რომელშიც ბოდიში მოიხადა ევროპის სუპერლიგის პროექტში მონაწილეობისთვის.
”მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარს!
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ მოწმე გავხდით უზარმაზარი ვნებისა, რომელსაც ფეხბურთი ქმნის და გულშემატკივრების ღრმა ერთგულებას ამ დიდი კლუბისადმი."
"თქვენ ნათლად თქვით, რომ სუპერლიგის იდეას არ მიიღებთ და ჩვენ მოგისმინეთ. ჩვენ ვცდებოდით, მაგრამ გვინდა გაჩვენოთ, რომ ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია."
"მე მესმის, რომ ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელია და შეხორცებას დრო სჭირდება, მაგრამ პირადად მე, გადაწყვეტილი მაქვს, აღვადგინო ჩვენი გულშემატკივრების ნდობა და ვისწავლოთ იმ შეტყობინებიდან, რომლიც ასე დამაჯერებლად გადმოგვცეს."
"ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ევროპული ფეხბურთი გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მდგრადი უნდა იყოს თავისი იერარქიის მასშტაბით, მაგრამ სრულად ვეთანხმებით, რომ სუპერლიგა არ არის საუკეთესო გზა".
"თამაშისთვის უფრო მყარი საფუძვლის შექმნის მიზნით, ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი პატივისცემა გამოგვევლინა მისი ტრადიციების მიმართ - უმაღლეს დივიზიონში დაწინაურება, დაქვეითება, საფეხბურთო იერარქია და ამის გამო ძალიან ვწუხვართ."
"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოში უდიდესი საფეხბურთო კლუბია და უპირობოდ ბოდიშს გიხდით იმისთვის, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გამოსწორება!
"მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი მემკვიდრეობა აქვს და ჩვენ ვიღებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, დავიცვათ მისი დიდი ტრადიციები და დავიცვათ მისი ღირებულებები".
"პანდემიამ მრავალი უნიკალური გამოწვევა შექმნა და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ კლუბმა და მისმა გულშემატკივრებმა მანჩესტერიდან და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უპასუხეს ამ პერიოდში წარმოქმნილ უზარმაზარ ზეწოლას. ჩვენ ასევე გვესმის, რომ უფრო მჭიდრო კავშირი უნდა გვქონდეს თქვენთან, გულშემატკივრებთან, რადგან თქვენ ამ კლუბის გული ხართ".
"დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის აღსადგენად, რათა ერთად ვიმუშაოთ საფეხბურთო იერარქიის ყველა კლუბის გრძელვადიანი გამოწვევების გადასაჭრელად".
"ჩვენი პრიორიტეტი ახლა არის, გავაგრძელოთ გუნდის მხარდაჭერა, რადგან ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს სეზონი".
"დასასრულს, მინდა ვაღიარო, რომ სწორედ თქვენი მხარდაჭერა ხდის ამ კლუბს ამხელას და მადლობას გიხდით ამისათვის!
პატივისცემით,
ჯოელ გლეიზერი
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.