შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა სოციალური ქსელის მეშვეობით საინტერესო პოსტი გაავრცელა. მებრძოლი მეგობრებს მიმართავდა იმის შესახებ, რომ ეყიდა თუ არა ინგლისური საფეხბურთო გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი".
ბრიტანული გაზეთი Daily Star - ი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს, კონორ მაკგრეგორის ქონებრივი დეკლარაციის აღწერით მისი რიცხვობრივი მონაცემი 252 მილიონ დოლარს შეადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ თუ "გლეიზერების" ოჯახმა კლუბი გაყიდა, მათ არანაკლებ 3 მილიარდი დოლარის მიღება სურთ, ეს ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მაკგრეგორი აღნიშნულ თანხას ვერანაირად ვერ გაწვდება.
როგორც ჩანს კონორის იუმორის გრძნობა არ შენელებულა. თავის მხრივ ამერიკელებს "ოლდ ტრაფორდის" გაყიდვის იდეა ევროპის სუპერ ლიგის კრახმა უფრო და უფრო გააღრმავა.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.