როგორც უკვე იცით, ევროპის "სუპერ ლიგამ" კრახი განიცადა. ფლორენტინო პერესისა და 12- გუნდის იდეა ჩავარდა და მეტწილად ეს ყველაფერი გულშემატკივრების რეაქციას მოჰყვა.
აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" კოტ'დივუარელმა ფეხბურთელმა ამად დიალომ სოციალურ ქსელში "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრების ფოტო განათავსა წარწერით : "ჩვენ ყველა ერთი ვართ".
გულშემატკივრების ის ფოტოები სადაც ასახულია სხვადასხვა სეზონების ტრიუმფი, სხვა მოთამაშე ფეხბურთელებმაც გამოაქვეყნეს.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ "სუპერ ლიგის" ტურნირის შექმნის იდეის წინააღმდეგობას ბევრი ფეხბურთელი გრძნობდა.
უკვე ოფიციალურად, გლეიზერების "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის "სუპერ ლიგის" გათამაშებას ჩაეხსნა.
წყარო: sports.ru
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.