ევროპის "სუპერ ლიგის" შექმნის იდეას დიდი აურზაური მოჰყვა საფეხბურთო სამყაროში. აღნიშნული ტურნირი დიდი ალბათობით ოფიიციალურად ვერ ჩაეშვება რადგან მონაწილე კლუბებმა მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად იმოქმედა გლეიზერების "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯმენტის სტრუქტურაზე. აქამდე გავრცელებული ცნობით კლუბის ვიცე პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა თანამდებობა დატოვა.
პრესა აჭრელდა ცნობებით, რომ ინგლისური გრანდი შესაძლოა გაიყიდოს კიდეც. ამერიკული ოჯახი "იუნაიტედის" გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს.
კლუბს მსურველთა რიცხვში UFC - ის ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ფიგურირებს. მებრძოლმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ "იუნაიტედის შეძენა სურს.
"ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყიდვაზე ვფიქრობ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?". - განაცხადა მაკგრეგორმა.
წყარო: euro-football.ru
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.