"მანჩესტერ იუნაიტედმა" განაცხადა, რომ ისინი გადიან ევროპული სუპერლიგის პროექტიდან.
”მანჩესტერ იუნაიტედი" არ მიიღებს მონაწილეობას ევროპის სუპერლიგაში”, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
”ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენ გულშემატკივარს, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების რეაქციებს.
ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საფეხბურთო საზოგადოების სხვა წევრებთან, რათა ვიპოვოთ მდგრადი გადაწყვეტილებები ფეხბურთის წინაშე მდგარი გრძელვადიანი გამოწვევებისთვის.”
აღნიშნულ პროექტს დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა. თავად ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ საკუთარ კლუბებს. გულშემატკივრებმა კი ქუჩებში აქციები გამართეს. საქმეში მთავრობებიც ჩაერთნენ და პროექტს დაუპირისპირდნენ.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.