ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" სტრუქტურაში სიახლეებია.
კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ედ ვუდვორდმა დატოვა. აღნიშნული გადწყვეტილება მიღებულ იქნა იმ დღევანდელობის ფონზე რაც ევროპის "სუპერ ლიგის" შექმნას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთერთია უახლესი ტურნირის ფუძემდებლის როლში.
რამოდენიმე დღეა კლუბების გუშემატკივრებისა და ყოფილი თუ მოქმედი ფეხბურთელების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი არ წყდება.
ედ ვუდვორდი "წითელი ეშმაკების" ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2005 წლიდან იკავებდა. პრესაში ასევე ვრცელდებოდა ცნობები იმ დაპირისპირების შესახებ რომელიც "გლეიზერების" კლუბის კაპიტანს ჰარი მაგუაიერისა და ედ ვუდვორდის ირგვლივ მოხდა.