სულ ახლახანს გამომცხვარი ევროპის "სუპერ ლიგა" ჩანასახშივე შესაძლოა დაიშალოს. ინფორმაციას The Telegraph - ის ჟურნალისტი სემ უოლასი ავრცელებს.
როგორც ჩანს იმ 12 - გუნდის ხელმძღვანელობამ რომელთაც იდეის აღსრულებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, დღეს სხვა მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.
გამომდინარე იქიდან თუ რა რეაქციები მოჰყვა ამ ყველაფერს გულშემატკივრების მხრიდან, გუნდების ხელმძღვანელობა აღნიშნული ტურნირიდან გასვლის სტრატეგიაზე ამუშავდა.
აქამდე გავრცელებული სიახლით, ლონდონის "ჩელსი" უკვე ამუშავდა აღნიშნული დოკუმენტაციის მზაობისთვის. აბრამოვიჩის გუნდის მსგავსად, ტურნირის დატოვებაზე "სიტი" და მადრიდის "ატლეტიკოც" ფიქრობენ.
როგორც ჩანს საფეხბურთო სამყარომ გულშემატკივრების კრიტიკის გამო "სუპერ ლიგის" უგულეველყოფა გადაწყვიტა.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.