ეროპის "სუპერ ლიგის" შექმნის და ამ ტურნირის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ პრესაში მითქმამოთქმა არ ჩერდება. ამათუ იმ კლუბის ფეხბურთელების უმრავლესობა აღნიშნულ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ სუპერ ლიგის შექმნის იდეა არ მოიწონა და განაცხადა, რომ ფეხბურთის სიყვარული ჩემპიონთა ლიგამ და პრემიერ ლიგამ მოუტანა.
"წუთიც არ გასულა მას შემდეგ რაც დღეს არსებული სიტუაციის ირგვლივ არ მეფიქროს. მაინტერესებდა როგორ შეიძლებოდა დამეფიქსირებინა ჩემი აზრი ისე, რომ საკუთარი კლუბისთვის ზიანი არ მიმეყენებინა.
მე გავიზარდე პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩების ყურებით. შემიყვარდა ამ დიდი ტურნირების საფეხბურთო მასალები, ჩემი აზრით ეს ორი ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა.
მიზანი დავისახე, რომ ერთ დღეს ამ ტურნირებზე მეთამაშა. ასევე მოტივირებული ვიყავი იმის დემონსტრირებით, რომ შრომისმოყვარეობა საშუალებას აძლევს ნებისმიერს, აისრულოს თავისი ოცნებები და ითამაშოს უმაღლეს დონეზე.
ფეხბურთის სამყაროში ბევრი ვნებაა. შეშფოთებული ვარ იმით, რომ ამ ცვლილებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს სპორტზე, რომელიც მე და მილიონობით სხვას გვიყვარს.
ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვთამაშობთ ცარიელი ტრიბუნების ირგვლივ გულშემატკივრების გარეშე და მე ისინი ძალიან მენატრებიან. "მანჩესტერ იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებსაც იგივე გრძნობები აქვთ. გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სათქმელი. მათი აზრი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა იქნას გათვალისწინებული ”.- წერს შოუ დასასრულს.
წყარო: sports.ru
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.