თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2021, 16:22
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1297,
კომენტარები: 6
ფლორენტინო პერესის ინტერვიუ
მერწმუნეთ "მანჩესტერ იუნაიტედს" ვერავინ მოკვეთავს, ჩვენ კანონი გვიცავს.
ფლორენტინო პერესის ინტერვიუ
"მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა და შექმნილი ევროპული სუპერლიგის ერთ - ერთმა ლიდერმა ფლორენტინო პერესმა ინტერვიუ მისცა, სადაც მან 12 ევროპული კლუბის მიერ ორგანიზებულ ახალ პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

"როდესაც ტურნირიდან მიღებული შემოსავალი არ გაქვს, დიდი მატჩების რაოდენობის გაზრდის სურვილი არსებობს და სუპერ ლიგა დაგვეხმარება პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირებაში. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მეტი მოგების მიღების შესაძლებლობა, უფრო მეტი დიდი მატჩის ჩატარებით."- ციტირებს პერესის სიტყვებს Sports.ru.

"არანაირი შეთქმულება არ ყოფილა, იტალიის, ინგლისისა და ესპანეთის დიდ კლუბებს მოუწიათ რამე გაეკეთებინათ არსებული არახელსაყრელი მდგომარეობის გამო. მხოლოდ "მადრიდის რეალმა" დაკარგა 400 მილიონი ევრო ამ სეზონში".

"ფეხბურთი უნდა განვითარდეს, როგორც ჩვენი ცხოვრება ვითარდება. ის უნდა მოერგოს ცხოვრების მიმდინარე რეალობებს. აქ ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ფეხბურთისადმი ინტერესი შემცირდა. აუდიტორია მცირდება, აუდიოვიზუალური უფლებების ღირებულებაც მცირდება."

"ფეხბურთი ერთადერთი გლობალური სპორტია. ტელევიზია უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რატომ აღარ არიან 16-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები ფეხბურთით დაინტერესებული. მატჩების მხოლოდ მცირე რაოდენობა იზიდავს ყურადღებას სხვა პლატფორმებისადმი ინტერესის გამო. რაღაც უნდა შეიცვალოს".

"იგივე მოხდა გასული საუკუნის 50-იან წლებში. UEFA და FIFA დაუპირისპირდნენ სანტიაგო ბერნაბეუს და ევროპის თასს. მიიქცია მან ყურადღება? მიეცით უძლიერეს გუნდებს თამაშის საშუალება. ჩვენ ამას ვაკეთებთ ფეხბურთის სასარგებლოდ ".

"ისინი იხდიან ტრანსლაციებში, სწორედ ეს იძლევა ფულს. თუ ზედა ნაწილში ფულს შოულობენ, ფული ყველგან ეშვება, რადგან ჩვენ ვყიდულობთ მოთამაშეებს და ერთმანეთის დახმარებაც შეგვიძლია.

"სევილიას" ასევე შეუძლია სუპერლიგაში თამაში. ხუთი გუნდი გამოვა სპორტულ ბაზაზე. ეს არის ღია ტურნირი და არა დახურული. ჩვენ გვჯერა სპორტული პრინციპის და რომ გუნდები იბრძოლებენ ტურნირში მოსახვედრად."

"უეფაც ​​უნდა დაგვეხმაროს. თუ მეტს ვიშოვით, ეს მხოლოდ ფეხბურთის სასიკეთოდ იქნება. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ. ჩვენ ვგეგმავთ ყველაფრის განხილვას FIFA- სა და UEFA- სთან."

"უეფა მუშაობდა ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე, რომელიც არასოდეს მესმოდა. ჩვენ გვინდა ფეხბურთი გადავარჩინოთ და ფეხბურთის გადარჩენა ყველას გადარჩენაა. დაე, მომდევნო 20 წელმა მშვიდად გაიაროს, რომ 200 მილიონი ევრო არავინ დაკარგოს".

"ჩვენ გვინდა შევცვალოთ მოდელი, რომელიც აღარ მუშაობს. არავის ესმის ახალი მოდელი, 2024 წლისთვის ჩვენ მკვდრები ვიქნებით. კლუბებმა მილიონობით ევრო დაკარგეს".

პერსმა ასევე თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს", "მანჩესტერ სიტის", "ჩელსისა" და "არსენალს" არ ეკრძალებათ მონაწილეობა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში.

"მადრიდის რეალი" და სუპერლიგაში მონაწილე სხვა კლუბები არ გამოირიცხებიან ჩემპიონთა ლიგადან 2020/21 წლების სეზონში. ეს არ მოხდება, კანონი გვიცავს. "არსენალს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" ვერ განდევნიან ევროპის ლიგადან. ამაში გარწმუნებთ."
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: K1llsw1tch
20 აპრილი 2021 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
კლასიკური ბურჟუა ბაზარია ჩემო ძმებო wink მაყუთი, მაყუთი და კიდევ მეტი მაყუთი <3
0
№2
ავტორი: ikeoni
20 აპრილი 2021 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ციტატა: K1llsw1tch
კლასიკური ბურჟუა ბაზარია ჩემო ძმებო wink მაყუთი, მაყუთი და კიდევ მეტი მაყუთი <3

ბაზარი არაა:)))
0
№3
ავტორი: Shota Blues
20 აპრილი 2021 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: K1llsw1tch
კლასიკური ბურჟუა ბაზარია ჩემო ძმებო wink მაყუთი, მაყუთი და კიდევ მეტი მაყუთი <3

:D
0
№4
ავტორი: Old Red Devil
20 აპრილი 2021 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ისე აღიარეთ დღეს დღეობით შესარჩევ ლიგას უყურებთ?არა.როცა გუნდი ვარდება ჯგუფიდან მერე სხვების თამაშს უყურებთ?არა.მთლად ფულის გამოც არაა ეს იდეა გატარებული.დღეს ფეხბურთს ის 10-15 წლისწინდელი მუღამი აღარ აქვს.ცუდი ამ ლიგის ისაა რომ დამფუძვნებლები პრივილეგიაში არიან.კაი იქნებოდა რომ პრივილეგია ინ შემთხვევაში ქონოდათ რომ აი დავუშვათ 5 წლის მანძილზე 3ჯერ მაინც მოიგებდა შიდა ჩემპიონატს ან რავიცი.დღეს მე პირადად ლიგა მკიდია უეფაც.ვუყურებ მხოლოდ მანჩეს მაგრამ მახსოვს 14-15 წლის წინ მილანსაც იუვესაც ვუყურებდი და სხვა განცდა იყო.
0
№5
ავტორი: Gatika Gatikashvili
20 აპრილი 2021 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 217
რავი მეტი თამაში ფეხბურთელების მეტი როტაცია... მეტი სანახოაობა.. უფრო მეტი გამოჩდება სთარიც... ფულიც უკეთესად გაკეთდება აბა ჯიბიდან უხადონ ტიპს კვირაში 100 რო 90 დუნდულები არბენინონ??? პროსტა ამხელა პანიკა ფიფას იმიტომ აქვს რომ დამფუძნებლები თვითონ გუნდები გუნდების მფლობელი ბბ... ტიპები უზრუნველყოფენ რო ისეთი ყურებადი იქნება 10 მილიარდი დაიდება ბიუჯეტი ყველატოპი მიღებს მოჭრილს... აქ უეფას არავინ არაფეს აძლევს ჩისტა გრანდების გადასარჩენი ფორმულა დადეს და ატყდა დაბლოკვა რებს ბოდავენ რა ტურნირები დან მოხსნიან გველებს

წარმოიდგინე გლეიზერიხარ საუზმობ და მდივანი გაწუხებს პრობლემით... გინდ 200 მილიონის ტრანსფერი ჭირდება რო 100 მილიონიან ტურნირზე იბრძოლოს.. პირველს რასკითხვას დასვავდით ?
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2021 22:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მემგონი უვარდება კოვზი ნაცარში პერესს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top