ახალი ელიტარული ტურნირის შექმნა დღეს უკვე ოფოციალურად დადასტურდა. აღნიშნული ტურნირი კონკურენციას გაუწევს სხვა ევროპულ შეჯიბრებებს.
თითქმის ყველა მაინც უკმაყოფილებას გამოხატავს: უეფას პრეზიდენტი ღალატზე საუბრობს, ექსპერტები, პოლიტიკოსები და მოქმედი ფეხბურთელებიც კი უკმაყოფილებას გამოხატავენ.
ყველაზე მეტ უკმაყოფილებას გულშემატკივრები გამოხატავენ. მათი უმრავლესობა სულაც არ გრძნობს თავს ბედნიერად ამ გვრცელებული სიახლით.
ზოგიერთი გულშემატკივარი სოციალურ ქსელებს გაცდა და საკუთარ უარყოფით რეაქციებს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გამოხატავს. ბევრი ბანერი გაჩნდა სადაც ნეგატივი ვრცელდება მიმდინარე მოვლენების მიმართ.
"მშრომელთა კლასის სიყვარული მოკლა სიხარბემ და კორუფციამ" მშვიდად დაისვენე "ლივერპულ" მადლობა მოგონებებისთვის. მსგავსი ტიპის ბანერები გამოჩნდა პრემიერ ლიგის დღეს გამართულ მატჩზე სადაც "ლივერპულმა" და ლიდსმა ქულები გაიყვეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის ფუძემდებლად ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედიც" ითვლება. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებიც უკმაყოფილების ნიადაგზე მოქმედებენ.
წყარო: sports.ru
სტატიები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.