მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე პროცესები სულ უფრო აქტიურ სახეს იძენს. მიმდინარე მოვლენებს არაერთი ცნობილი პიროვნება, პოლიტიკოსი, ფეხბურთელი, თუ ყოფილი ფეხბურთელი ეხმიანება.
აღნიშნულ სიტუაციაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ერიკ კანტონამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა გულშემატკივრებს ენიჭებათ.
"უკვე ერთი წელია ვუყურებთ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს საუკეთესო მოთამაშეებით და ეს ყველაფერი საოცრად მოსაწყენია. ტრიბუნებზე თაყვანისმცემლები არ არიან, გულშემატკივრები რომლებიც მღერიან ხტებიან ტრიბუნებზე და საყვარელ გუნდებს მხარს უჭერენ.
გულშემატკივრები ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ პატივისცემა სჭირდებათ. საინტერესოა დიდ კლუბებს მოსთხოვეს გულშემატკივრების აზრი როდესაც ამ ტურნირის დაარსებაზე თანხმობას აცხადებდნენ? სამწუხაროდ არა და ეს სირცხვილია". - განაცხადა დასასრულს კანტონამ.
წყარო: sports.ru
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.