"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა უკმაყოფილება გამოხატეს იმის შესახებ, რომ კლუბი ახალ ინიციატივას ევროპის სუპერ ლიგის შექმნის თაობაზე დადებითად განეწყო და ახალ ტურნირს შეუერთდა.
Daily Mail - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის რამოდენიმე ფეხბურთელი გაბრაზდა იმ ფაქტის გამო, რომ "წითელი ეშმაკების" დასტურის შესახებ აღნიშნულ ლიგაზე, შეიტყვეს მედიისგან და არა კლუბის მენეჯმენტისგან.
კლუბის მოთამაშეებსა და "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორს შორის საუბარი ორშაბათს შედგა. ედ ვუდვორდმა ფეხბურთელებს განუცხადა, რომ "გლეიზერების" გუნდის ინტერესებით მოქმედებდა, ეს მშრალი პასუხი კი მათ არ მოეწონათ.
შეგხსენებთ, რომ ევროპის სუპერ ლიგის შემქმნელ კლუბთა რიცხვში ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტდიც" შედის. აღნიშნული ტურნირის ფუძემდებელად 12 - კლუბი სახელდება.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.