"დერბი ქაუნთის" მთავრმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ, საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე პროცესებსა და ევროპის სუპერ ლიგის შექმნის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
"ის ხალხი ვინც კლუბებს მართავენ სულელები არ არიან. ჩვენ უნდა დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" ირგვლივ შემიძლია ვისაუბრო.
კლუბის სადაც დიდხანს მომეცა საშუალება მეთამაშა. დარწმუნებული ვარ, ყველაზე ნაკლებად მათ ის სურთ, რომ გულშემატკივრებთან გააფუჭონ ურთიერთობა.
მე ვიცი, რომ მენეჯმენტის ყველა ქმედება მიზნად ისახავს კლუბის მიზნებისა და მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას". - ციტირებს BBC - უეინ რუნის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2004 - ი წლიდან 2017 - წლამდე იცავდა სადაც მან კლუბთან ერთად უამრავი თასისა და ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვება შეძლო.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.