უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა მოიხსენია "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვარდი გველად, რომელიც ითვლება ევროპის სუპერლიგის ერთ-ერთ ორგანიზატორად.
"შემიძლია დავიწყო ედ ვუდვორდიდან - მან დამირეკა გასულ ხუთშაბათს ღამით და თქვა, რომ იგი ყველაფრით კმაყოფილია, სრულად უჭერს მხარს რეფორმებს და ერთადერთი, რისი განხილვაც სურს არის ფინანსური ფეიერ პლეი. ახლა აშკარაა, რომ იმ დროისთვის მას უკვე ხელი მოწერილი ქონდა".
"ყველაზე დიდი იმედგაცრუება არის "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი. მე არასოდეს მინახავს ადამიანი, რომელიც ამდენს იტყუება. უბრალოდ წარმოუდგენელია! ახლა ჩვენ ვიცით რამდენი გველი ცხოვრობს ჩვენს ირგვლივ.
ჩეფერინმა ასევე დაადასტურა, რომ სუპერლიგაში მოთამაშეებს ეკრძალებათ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში თამაში და ვერ შეძლებენ თავიანთი ეროვნული გუნდების წარმოდგენას.