"იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ჩემპიონთა ლიგას.
თავის ინსტაგრამზე ბრუნომ კომენტარი გააკეთა თავისი თანამემამულე "ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველის დანიელ პოდენსეს პოსტზე, რომელმაც დაწერა: "ბურთი. ჰიმნი. ოცნება. ზიდანის დარტყმა, კაკას სოლო, ლივერპული ათენში, ოლე ბარსელონაში, კრისი და ზეედორფი. არის ისეთი რამ, რისი ყიდვაც შეუძლებელია."
ბრუნომ გამოაქვეყნა ეს შეტყობინება და დაწერა: "ოცნებების ყიდვა არ შეიძლება!"
როგორც ჩანს ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება სუპერ ლიგის შექმნას.