ბრიტანეთის პრემიერი წინააღმდეგია, ლა ლიგა მონაწილე გუნდებს მოკვეთავს და ასევე ვერცერთი მონაწილე ფეხბურთელი ვერ ითამაშებს ნაკრებში.
ოფიციალურად 12 გუნდმა ყველაფერი გაარკვია და ახალი სუპერლიგა დაარსა.
"მილანი", "არსენალი", "ატლეტიკო", "ჩელსი", "ბარსელონა", "ინტერი", "იუვენტუსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი" და "ტოტენჰემი". -
ძალიან მალე 12 ჩამოთვლილ გუნდს დაემატება კიდევ 3 და ისინიც რათქმაუნდა ტურნირის დამფუძნებლების სტატუსს მიიღებენ.
სუპერლიგის პრეზიდენტი "რეალის" ამჟამინდელი პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი იქნება, რომელიც თავის მხრივ გეგმავს უეფასთან და ფიფასთან შეხვედრებს.
ტურნიში ჯამში მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს, აქედან 15 გუნდი იქნება ტურნირის დამფუძნებელი, ხოლო დანარჩენუ 5 მოწვეული.
1. თავდაპირველად შედგება 2 ჯგუფი, სადაც 10-10 გუნდი იქნება.
2. ფინალურ ეტაპებზე პირდაპირი წესით თითო ჯგუფიდან გავა 3-3 გუნდი.
3. ფინალურ ეტაპებზე ფლეი ოფის წესით ჯგუფიდან გავა 2 გუნდი (4-5 ადგილები გადავლენ ფლეი ოფში, საიდანაც 2 გუნდი გადავა ფინალურ ეტაპზე).
4. 1/8 ფინალები გაუქმდება და გუნდები პირდაპირ გადავლენ 1/4 ფინალში. სადაც 8 საუკეთესო გუნდი დარჩება, შემდეგ 1/2 ფინალები და ბოლოს ფინალი.
MARCA - ს ცნობით ახალი ჩემნპიონატი სტარს 2021 წელს აიღებს. ასევე თამაშები ზუსტად შუა კვირაში გაიმართება და ზუსტად იმ დროს როცა ჩემპიონთა ლიგა იმართება. რაც შეეხება დასასრულს, სეზონი ტრადიციულად მაისში დასრულდება.
უეფა და ფიფა ამ ყველაფერს არ ეთანხმებიან და სუპერლიგაში მონაწილე გუნდებს სერიოზულ მუქარას უყენებენ: ყველა მონაწილე გუნდი, რომელიც სუპერლიგაში მიიღებს მონაწილეობას, ვერასდროს ითამაშებს უეფას ან ფიფას ეგიდით გასამართ ტურნირებში.
უფრო მეტიც, ფიფამ და უეფამ განაცხადეს, რომ ფეხბურთელი რომელიც სუპერ ლიგაში ითამაშებს, ვერ მიიღებს მონაწილეობას საკუთარი ქვეყნის ნაკრებში.
თუ აღნიშნული პროექტი ჩავარდა, "რეალი" ვერ ითამაშებს ჩ. ლიგაზე მანამ, სანამ ამ კლუბში ფლორენტინო პერესი იქნება.
Sky Sports წერს, რომ თავდაპირველად 15-ვე დამაარსებელი გუნდი 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს, რათა ახალი ტურნირისთვის ინფრასტრუქტურა და სხვა საკითხები მოაგვარონ.
ტურნირის საერთო შემოსავალი დათვლებით 10 მილიარდი იქნება, აღნიშნული თანხა გადანაწილდება ყველაზე თანაბრად, რაც დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარია. გარდა ამისა ყველა მონაწილე კლუბი წინასწარ 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს,სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. აღნიშნული თანხა ბევრად აღემატება ჩ. ლიგაზე მიღებულ შემოსავალს. გამარჯვებული კლუბი, ჯამში დაახლოებით 100 მილიონამდე გამოიმუშავებდა.
12 ცნობილია, ხოლო იმ 3 გუნდის ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება, რომელმაც დამაარსებლის სტატუსი უნდა მიიღოს. თუმცა სხვადასხვა წყაროები წერენ, რომ ეს 3 გუნდია "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "პსჟ".
ამ ეტაპზე, ქვეყნის ფედერაციები უეფას და ფიფას მხარეს უჭერენ - ასევე ლა ლიგა ეწინააღმდეგა ახალი ლიგის შექმნას და "ბარსელონას" "რეალს" და "ატლეტიკოს" ლა ლიგიდან მოკვეთავს.
რა წესით მიიწვევენ სუპერლიგაზე დანარჩენ 5 გუნდს?
ჯერჯერობით ოფიციალური დასტური არ არსებობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილი.
ასევე საუბარია იმაზე, რომ 2020/2021 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად "პსჟ" გამოცხადდება. გადაწყვეტილებას უეფა უახლოეს პერიოდში, გამართულ ყრილობაზე მიიღებს.
ოფიციალურად: დორტმუნდის ბორუსიამ დაადასტურა, რომ არ აპირებს ჩაერთოს ახალ ლიგაში და მხარს უჭერს ჩემპიონთა ლიგის ფორმატს.
https://www.sportbible.com/