"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა, ყოფილმა, ცენტრალურმა დაცვის წევრმა რიო ფერდინანდმა, მისი ყოფილი კლუბი "სუპერ ლიგის" შექმნაში მონაწილეობისთვის გააკრიტიკა.
"ეს ომია ფეხბურთის წინააღმდეგ. სიმახინჯე, სირცხვილი. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას რისგანაც ფეხბურთი იქმნება. "სუპერ ლიგა" ეს არის ჩაკეტილი სივრცე დიდი წარმონაქმნებისთვის. აქ საქმე გვაქვს მხოლოდ ფულთან. მდიდრები კვლავ გამდიდრდებიან ხოლო დანარჩენებს ურალოდ უგულებელყოფენ.
როგორ გაბედეს მათ ამის გაკეთება იმ პირობებში რომელშიც ვცხოვრობთ - პანდემია ხო მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ხალხი მთელს მსოფლიოში გადარჩენისთვის იბრძვის, ეს კამპანია მიმართულია იქით რომ ყველა გატეხოს.
ანტიკონკურენტიანობის უნარი ყველაფერს ეწინააღმდეგება ფეხბურთში. ის ფაქტიურად ხმამაღლა ყვირის, რომ ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს რა არის ფეხბურთი. ეს არის მხოლოდ ბიზნესი და ვინც ამ სფეროს განსაკუთრებულობას აძლევს უბრალოდ გარიყული რჩება.
"იუნაიტედის" მონაწილეობას რაც შეეხება - ეს სამარცხვინოა ვერ ვიჯერებ. მე ამ კლუბის ფანატი ვარ, მიყვარს ეს კლუბი, მაგრამ მე არ შემიძლია ამ შემთხვევაში მათ მხარეს დავდგე მსგავსი გადაწყვეტილების მიღების გამო". - აცხადებს BT Sport - თან საუბრისას ფერდინანდი.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.