"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე SKY SPORTS ექსპერტმა გარი ნევილმა, ახალ სუპერლიგაზე ისაუბრა. გარი გუშინ ჩაერთო პირდაპირ ეთერში და გაცხარებული იყო.
"ეს არის სიგიჟე რასაც ეს კლუბები აკეთებენ. 40 წელია ამ კლუბს ვგულშემატკივრობ და მათი საქციელი ჩემთვის დაუჯერებელია. ეს არის სუფთა ჩადენილი კრიმინალი საკუთარი გულშემატკივრების და ქვეყნის წინაშე. მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დაუყონებლივ ჩაერთონ და შეაჩერონ ეს სისულელე".
"უბრალოდ გაოგნებული ვარ ასეთი საქციელი როგორ ჩაიდინეს ისეთმა კლუბებმა, როგორებიც "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან" - განაცხადა ყოფილმა მანჩესტერელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სათის წინ სუპერლიგა ოფიციალურად დაფუძნდა.