Goal– ის ჟურნალისტი შარლოტა დანკერი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დატოვა ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA), ხოლო ედ ვუდოვორდმა დატოვა პოსტი უეფაში, სადაც იგი მუშაობდა პროფესიული ფეხბურთის სტრატეგიის საბჭოს ხელმძღვანელად.
ახალი სუპერლიგის შექმნა გახდა დიდი აჟიოტაჟის მიზეზი. უეფა კოლოსალური ჯარიმებით და ტიტულების განულებით იმუქრება, პარალელურად კი სუპერლიგის შემქმნელები სასამართლოს მიმართავენ, სანქციების დაბლოკვის მოთხოვნით.
შეგახსენებთ, რომ "რეალის" პრეზიდენტი პერესი და "მანჩესტერ იუნაიტედის" მფობელი გლეიზერები არიან ამ ტურნირის პრეზიდენტები. სწორედ პირველებმა მათ მოაწერეს ახალი ტურნირის შექმნას ხელი და სხვა კლუბებიც აიყოლიეს.
სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.