"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი მეისონ გრინვუდი თვლის, რომ მის კლუბს საჩემპიონო რბოლა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია და იმედოვნებს, რომ პეპ გვარდიოლას "სიტი" პრემიერ ლიგის მომდევნო ტურებში ქულებს დაკარგავს.
შეგახსენებთ, რომ მეისონ გრინვუდმა, დღეს გამართულ პრემიერ ლიგის შეხვედრაში "ბარნლის" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და ოლე გუნარის გუნდს მნიშვნელოვანი 3 - ქულის აღებაში დაეხმარა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ დასვა.
"ეს მძიმე თამაში იყო, "ბარნლის" თავდამსხმელები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ, ამიტომ დაცვაში საიმედოდ თამაში გვჭირდებოდა. მათ შეძლეს და შინ დაგვამარცხეს. მთავარია, რომ დღეს გამარჯვება და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შევძელით.
ჩემი გოლი? მე მომწონს გატანა. დღევანდელი გოლებით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, იმედი არასდროს არუნდა დაკარგო, შესაძლოა "სიტი" შეცდეს, კონცენტრირება შემდეგ მატჩზე უნდა მოვახდინოთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იმედი მაქვს ისინი შემდეგ მატჩებში ქულებს დაკარგავენ". - იუწყება sky Sports - ი მეისონ გრინვუდის სიტყვებს.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.