პრემიერ ლიგის 32 - ე ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ფორმაში შევიდა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი სპეციალისტის შეგირდებმა პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონასთან მყოფი შონ დაიჩის "ბარნლი" შინ ანგარიშით 3-1 დაამარცხეს და ლიდერ "სიტისთან" სხვაობა 8 - ქულამდე დაიყვანეს.
"შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, 2015 - წლის შემდეგ მათ აქ ვერ ვამარცხებდით. ხუთი მოგება ზედიზედ - ეს შესანიშნავია, ჩვენ კარგ ფორმაში შევდივართ.
მე ყოველთვის ვამბობდი რომ ამ წელს უკეთესები უნდა გავმხდარიყავით, ჩვენ უკვე გვაქვს იმდენივე ქულა რაც გასულ სეზონში, თუ შევძლებთ და მეტს მოვაგროვებთ ეს პროგრესის მაჩვენებელი იქნება.
სეზონის დასრულება ტიტულით და ევროპა ლიგაზე გამარჯვებით გვსურს, თამაშები ჯერ კიდევ დარჩენილი გვაქვს, უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი". ციტირებს Sky Sports - სოსლკიაერის სიტყვებს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.