ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედის" სერბი წევრი ნემანია მატიჩი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, დიდი ალბათობით შემოთავაზებებს იტალიიდან მიიღებს.
ანტონიო კონტეს "ინტერი" და "მილანი" მატიჩისთვის შესაბამისი ხელშეკრულების მომზადებას გეგმავენ. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Daily Star - ი ავრცელებს.
ნორვეგიელი სპეციალისტის სქემებში 32 - წლის ფეხბურთელმა სათამაშო დრო და ადგილი ვერ დაიმკვიდრა. სერბმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა და მიზერულ დროს იღებს საკუთარი თავის წარმოსაჩენად.
ამ ყველაფრის ფონზე პრესა მის უკმაყოფილებაზე საუბრობს. დიდი ალბათობით მატიჩი კარიერის იტალიაში გაგრძელების წინააღმდეგი არ იქნება.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მატიჩის ანგარიშზე მხოლოდ 16 - ი ჩატარებული შეხვედრაა.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.