გასულ კვირას, პრემიერ ლიგის დასრულებულ ტურში, 2020/2021 წლის სეზონის მიმდნარეობისას უკვე მეცხრედ, ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობამ შეძლო და შეხვედრა მოგებამდე წაგებულის მდგომარეობიდან მიიყვანა. ნორვეგიელის ბიჭებმა ჟოზე მოურინიოს გუნდს ანგარიშით 3-1 სძლიეს.
"წითელმა ეშმაკებმა" თავისი პირადი რეკორდი გაიმეორეს რომელიც მათ 2012/2013 სეზონში დაამყარეს. დარჩა მხოლოდ ერთი გუნდი ამ რეკორდის თვალსაზრისით კერძოდ, "ნიუკასლმა" 2001/2002 წლების სეზონში ქამბექი 10 - ჯერ განახორციელა.
მიმდინარე სეზონში, "გლეიზერების" გუნდმა კოლოსალური 28 - ქულა მოიპოვა მას შემდეგ რაც შეხვედრის მიმდინარეობისას მარცხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 32 - ე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ შონ დაიჩის "ბარნლის" უმასპინძლებს. შეხვედრა დღეს თბილისის დროით 19:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.
წყარო: sports.ru
სტატიები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.