მადრიდის "რეალის" ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ახალი თავგადასავლების ძიებაშია. ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ვარანის მიმართ ინტერესს ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავს რომელიც თავის მხრივ ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე.
El Chiringuito - ის მიერ გავრცელებული ცნობებით, ვარანის წარმომადგენლებსა და "გლეიზერების" კლუბის მენეჯმენტს შორის შესაზლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მადრიდულ გრანდში თვლიან, რომ რაფაელ ვარანთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერ შეძლებენ.
მიმდინარე სეზონში 27 - წლის ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად აღებულ 36 - მატჩში მიიღო მონაწილობა, საკუთარ აქტივს 2 გატანილი გოლიც შემატა.
მიმდინარე კონტრაქტი ფეხბურთელს მის ამჟამინდელ კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტის სატრანსფერო ფასით ვარანი 70 - მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.