თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2021, 17:46
ავტორი: shotkin,
ნანახია: 1295,
კომენტარები: 7
პოლ პოგბამ ჟოზე მოურინიოს შესახებ კომენტარი გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა ჟოზე მოურინიოს მიდგომებზე და მენეჯერულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა.
პოლ პოგბამ ჟოზე მოურინიოს შესახებ კომენტარი გააკეთა
"SKY SPORT" თან მიცემულ ინტერვიუში პოლ პოგბა აღნიშნავს, რომ მოურინიოს და სოლსკიაერის მიდგომები ფეხბურთელებთან რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კერძოდ ნორვეგიელი არასდროს წავა ფეხბურთელების წინააღმდეგ როგორც ამას მოურინიო აკეთებდა, ერთადერთი საერთო რაც მათ აქვთ არის ის რომ ორივეს სურს გამარჯვება.

პოლი: მე მასთან (ჟოზესთან) დიდებული ურთიერთობა მქონდა, ამას ყველა ამჩნევდა, თუმცა ასეთი დამოკიდებულების ფონზე მას შეეძლო მეორე დღეს სრულიად განსხვავებული ყოფილიყო და ამის მიზეზი არავისთვის ცნობილი არ იყო. ეს იყო ძალიან უცნაური რამ რასაც ვერ ავხსნი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად არ ვიცი რა ხდებოდა და რა იყო ამის მიზეზი.

ამჟამად რა ურთიერთობაც ოლესთან მაკავშირებს ეს არის სრულიად განსხვავებული რამ, რადგან იგი არასდროს წავა ფეხბურთელების წინააღმდეგ.

შეიძლება ოლემ არ შეგიყვანოს მატჩის განაცხადში, თუმცა ის არასდროს გაგრძნობინებს რომ გუნდიდან გარიყული ხარ და თითქოს არც არსებობ. სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება ჟოზეს და სოლსკიაერს შორის.

პოლი ასევე შეეხო მოურინიოს მიერ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარსაც, როდესაც პორტუგალიელმა ნორვეგიელ დამრიგებელს მამობა დაუწუნა.

დარწმუნებული ვარ მოურინიომ თქვა ისეთი რამ რაც ხალხს აალაპარაკებდა, ეს არის სწორედ ის რასაც მოურინიო აკეთებს.

ჩვენ მივიღეთ ის შედეგი რაც გვინდოდა, ოლემ იცის ეს და ჩვენ ამით ძალიან ვისიამოვნეთ. ჩვენ ვიცნობთ მოურინიოს და ვიცით რა მოსწონს მას, ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულნი.

ჩვენ მოვიგეთ თამაში, მოურინიომ წააგო თამაში და მას არ სურს თამაშის შესახებ საუბარი, ყველამ იცის რომ ეს არის ტიპიური ჟოზე მოურინიო - დაასრულა ფრანგმა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 აპრილი 2021 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ძლივს არ ამოიღო ხმა და თქვა ორი სიტყვაა ესე რაა პოგბინიო :))))
1
№2
ავტორი: Svanchester
16 აპრილი 2021 18:59
  • სიახლეები: 2853
  • კომენტარები: 3908
მოურინიო არის ტიპიური ეგოისტი ადამიანი. ის რაც მან მთელი კარიერის მანძილზე მიაღწია დასაფასებელია მაგრამ ის რასაც უკვე წლების მანძილზე აკეთებს და მუშაობს ფეხბურთელებთან არის ეგოიზმი რადგან ყოველი წარუმატებლობის მერე მის გარდა დამნაშავე ყველაა. არ ვისურვებდი ასეთ მწვრთნელთან მუშაობას მესმის პოგბასი და იმისი თუ რისი გადატანა უხდებოდა ჟოზეს იუნაიტედში ყოფნის დროს. თუმცა ძველი მიღწევების გამო მოურინიოს მიმართ მხოლოდ პატივისცემას გამოვხატავ, უბრალოდ დროა რაიმე სიახლე დანერგოს პრესკონფერენციაზე განსხვავებული სხივობების ლაპარაკის მაგიერ ჟოზემ.
0
№3
ავტორი: gogita1991
16 აპრილი 2021 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
როგორ აჭიკჭიკდა ეს wink თან კაპიტანი იყო ბიჭი გუშინ რაღაც ახალი კონტრაქტის სუნი მცემს
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 აპრილი 2021 20:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჟოზე სულ ასე იყო... როგორც აწყობს ისე ლაპარაკობს
0
№5
ავტორი: Takashi Fukunishi
16 აპრილი 2021 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
ჟოზე წადი კოზლა გაასუქე და მემუარების წერა დაიწყე ))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№6
ავტორი: David_Beckham7
17 აპრილი 2021 03:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
დღეს კიდე ევერტომს გადაურჩა წაგებას. რაც კეინმა გაიტანა ის 2 გოლიც თვითონ ევერტონის მცველებმა მოიგონეს ამათ არაფერი შეუქმნიათ. იქნებ ლიგის აგრეთ რო დარჩებიან წქმოვიდეს კეინი ჩვენთან
0
№7
ავტორი: shotkin
17 აპრილი 2021 11:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: David_Beckham7
დღეს კიდე ევერტომს გადაურჩა წაგებას. რაც კეინმა გაიტანა ის 2 გოლიც თვითონ ევერტონის მცველებმა მოიგონეს ამათ არაფერი შეუქმნიათ. იქნებ ლიგის აგრეთ რო დარჩებიან წქმოვიდეს კეინი ჩვენთან

ეგრეც იქნება მიშო მგონი :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top