ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა ოუენ ჰარგრივსმა განაცხადა, რომ მის ყოფილ კლუბს ახალი ფორვარდი არ ესაჭიროება, ვინაიდან და რადგანაც ოლე გუნარ სოლსკიაერს უკვე ჰყავს ედინსონ კავანი.
"ბევრს სურს "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევის ხაზში ერლინგ ჰალანდის და ჰარი კეინის ხილვა, მე ვერ ვხედავ ამ ფეხბურთელების მოწვევის მიზეზს, რადგანაც კლუბში უკვე არის ედინსონ კავანი.
არ ვთვლი საჭიროდ 100 მილიონი ევროს გადახდას მსგავსი მახასიათებლების ფეხბურთელის შესაძენად". - ციტირებს Goal.com ჰარგრივსის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ეგიდით გუშინდელ გამართულ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ ესპანურ "გრანადას" ანგარიშით 2-0 სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში ამჟამად უკვე ზედიზედ მეორედ თავი "წითელი ეშმაკების" ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმაც გამოიჩინა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.