ფრანგული "ლიონის" დანიელი ცენტრალური მცველი იოაკიმ ანდერსენი, ერთბაშად ინგლისის რამოდენიმე ტოპ კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.
24 - წლის ფეხბურთელით, "მანჩესტერ იუნაიტედი", ტომას ტუხელის "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლესტერი" და ასევე "კრისტალ პალასიც" ინტერესდებიან. ანდერსენი ამჟამად პრემიერ ლიგაში ასპარეზობს, ის არენდის წესის პირობების თანახმად "ფულჰემის" ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის დაცვის ცენტრალურ ხაზში როტაციები იგეგმება. პრესის მიერ გავრცელებული ცნობებით, კლუბს დიდი ალბათობით კოტ'დივუარელი უკანახაზელი ერიკ ბაიი დატოვებს.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნორვეგიელის კიდევ ერთი შეგირდის ფილ ჯონსის მომავალი, რომელიც ამპლუით ასევე ცენტრალური მცველია. გამომდინარე აქედან, ედ ვუდვორდი სავარაუდოდ ზაფხულის სანტრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, კლუბში ერთ ერთი უკანახაზელის დამატებას შეეცდება.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.