ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ცენტრალური ფორვარდი ჰარი კეინი მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს. ინფორმაციას The Independent - ი ავრცელებს.
აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ ჰარი კეინს "ნისლიანი ალბიონის" დატოვება არ სურს, მას ინგლისის ჩემპიონატში დარჩენა და სხვა რომელიმე გრანდში სურს კარიერის გაგრძელება.
სერიოზულად იწერება იმის შესახებ, რომ ფეხბურთელის დამატებას ორი მანჩესტერული გრანდი "სიტი" და "იუნაიტედი" გეგმავს. თავის მხრივ კეინის ინტერესებშიც შედის აღნიშნულ კლუბებიდან ერთ ერთში ტრანსფერი.
გარდა ინგლისური გრანდებისა საქმეში ჩართვას მაურისიო პოჩეტინოს "პარი სენ ჟერმენიც" გეგმავს. კეინს "დეზებთან" კონტრაქტის პირობები 2024 წლამდე აკავშირებს.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.