თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 18:13
ავტორი: Esi,
ნანახია: 2552,
კომენტარები: 11
მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი
5 რამ,რაც ამ შეხვედრიდან უნდა ვისწავლოთ...
მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი
2 მარტს,შაბათ საღამოს ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედმა ნორვიჩს უმასპინძლა,მოგეხსენებათ ამ კლუბების პირველი მატჩი ნორვიჩელთან გამარჯვებით 1-0 დასრულდა,ამიტომაც „წითელ ეშმაკებს“ შური უნდა ეძიათ და ეს მათ მოახერხეს კიდევაც.მატჩის გმირად კი იაპონელი შინჯი კაგავა მოგვევლინა,რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა ამ შეხვედრაში და ერთი გოლი უეინ რუნიმაც გაიტანა,საბოლოოდ კი ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა 4-0 მოუგეს მეტოქეს.მოიგეს ისე,რომ თითქმის ძალა არ დაუხარჯავთ და შესანიშნავი ხასიათი შეიქმნეს რეალთან მატჩის დაპირისპირების წინ,რომელსაც ისინი სამშაბათს 5 მარტს გამართავენ.

1.შინჯი კაგავა მზადაა რეალთან მატჩისთვის სათამაშოდ...

მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი
ტრავმის შემდეგ,რაც სეზონის დაწყების წინ მიიღო იაპონელმა ფეხბურთელმა,თითქოს ძველი ფორმიდან ამოაგდო,მაგრამ შაბათს გამართულ შეხვედრაში თითქმის ის კაგავა ვიხილეთ,რაც იყო დორტმუნდში.მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მანჩესტერ იუნაიტედის რიგებშიც პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.ის ერთ-ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო უეინ რუნისთან ერთად,რომელმაც კაგავაზე არანაკლებ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.ისეთი თამაში,რაც იაპონელმა ამ შეხვედრაში ითამაშა სერ ალექს ფერგიუსონს აუცილებლად დააფიქრებს იმაზე,რომ სწორედ ეს უკანასკნელი გაამწესოს მარცხენა ფლანგზე იანგისა და უელბეკის მაგივრად.


2.იუნაიტედმა „შური“ იძია...

მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი
პირველი მატჩის შემდეგ,რომელიც მოულოდნელად ნორვიჩმა იუნაიტედი 1-0 დაამარცხა,მანჩესტერ იუნაიტედს აუცილებლად უნდა ეთქვა თავისი სიტყვა ნორვიჩის წინააღმდეგ,რაც შაბათს გამართულ შეხვედრაში პირნათლად შეასრულეს.რეალთან მატჩის წინ იუნაიტედმა მოახერხა მეტოქის წყნარად და მშვიდად დამარცხება,ამასთანავე დიდი ანგარიშით გაანადგურა მეტოქე და ეს ყველაფერი ნახევარი ძალის დახარჯვის ფასადაც კი არ დაუჯდა.ამ მატჩი რამდენიმე ფეხბურთელი თითქოსდა დაასვენა ფერგიუსონმა,მაგალითად ტომ ქლევერლი,რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და შესაძლოა სამშაბათს სწორედ ეს ფეხბურთელი ვიხილოდ იუნაიტედის ძირითად შემადგენლობაში კერიკთან ერთად.ეს შეხვედრა იყო ერთ-ერთი მათგანი იმ შეხვედრის კატეგორიებისა,სადაც სერ ალექსმა თავისი ოსტატობის ხარჯზე მოაგებინა გუნდს სუფთად და აუღევლებლად,მაგრამ შეიძლება ასეთივე აუღევლებელი და წყნარი შეხვედრა ვიხილოთ მანჩესტერის მხრიდან რეალთან დაპირისპირებაში?!


3.ანტონიო ვალენსიამ უფრო უნდა გააუმჯობესოს თავისი თამაში...

მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი
ეკვადორელი ფეხბურთელი ძალიან შორსაა იმ ფორმასაც,რაც ის გასულ სეზონში იყო.ამ სეზონში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შეხვედრა,სადაც ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო,არადა გასულ სეზონში ყველაფერი პირიქით იყო.ეს ყველაფერი კი სერ ალექსისთვისაც მკაფიოდ ნათელია,ამიტომაც ზოგჯერ ვალენსია სათადარიგოთა სკამზეც გვევლინება ხოლმე,მაგრამ ნორვიჩთან შეხვედრაში შოტლანდიელმა სპეციალისტმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა და თითქოსდა ვალენსიაც ათამაშდაო,მაგრამ ის შარშანდელ ფორმასთან ახლოსაც ვერ მივა,მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ის უფრო უკეთესი იყო ამ შეხვედრაში,ვიდრე გასულ შეხვედრებში,რადგანაც მან რამდენჯერმე მოახერხა მეტოქის მოტყუება თავისი ჩვეული სტილით,ასევე რამდენჯერმე ძალიან სახიფათოდაც ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში და პირველი გოლი,სწორედ ვალენსიას ჩაწოდების შემდეგ გავიდა.მონდომება,რაც ამ ფეხბურთელს აქვს ბევრი ფეხბურთის მცოდნესათვის ცხადია,ის თითოეულ შეხვედრაში ცდილობს იყო უფრო კარგი ვიდრე წინა შეხვედრაში,რაც ამ სეზონში იშვიათად გამოსდის,მაგრამ ვიმედოვნებ,რომ ის კვლავ ძველებულად ათამაშდება და კვლავაც მანჩესტერის შეუცვლელი ფიგურა გახდება.


4.დაკარგა ვან პერსიმ თავისი ფორმა?

მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი
პრემიერ ლიგა უკვე სეზონის მიწურულისკენაა და ბევრი ექსპერტის აზრით რობინ ვან პერსი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსი,მიუხედავად იმისა,რომ რამდენიმე შეხვედრაა,რაც მას ჩავარდნა დაეწყო.ჰოლანდიელმა ფორვარდმა ბოლოს პრემიერ ლიგაში ტოტენჰემ ჰოთსპურთან დაპირისპირებაში გაიტანა და გასულ სამ შეხვედრაში,მას გოლი არ გაუტანია.მაგრამ ამ ფეხბურთელისგან არაფერია გამორიცხული,რადგან ის შესანიშნავ სეზონს ატარებს იუნაიტედის რიგებში და პირველ სეზონში გუნდის მთავარი ფიგურაც არის.ალბათ არც ის უნდა გაგვიკვირდეს,რომ ჰოლანდიელმა თავისი სიტყვა რეალის წინააღმდეგ თქვას და ეს აღმოჩნდეს მანჩესტერ იუნაიტედისათვის წარმატების მომტანი.


5.იქნება რაიან გიგზი რეალთან ძირითად შემადგენლობაში?

მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი
ალბათ ხშირად ხდება,როდესაც ფეხბურთელს არ უწევს ამა თუ იმ შეხვედრაში თამაში და 90-ივე წუთს სათადარიგოთა სკამზე ატარებს,მაგრამ სულ სხვანაირად იყო გიგზის შემთხვევაში საქმე.თუ იგი ნორვიჩთან შეხვედრაში ითამაშებდა ეს იქნებოდა მისი მე-1000 ჩატარებული შეხვედრა თავის საფეხბურთო კარიერის განმავლობაში.ალბათ ყველა დამეთანხმებით,რომ ასეთი ისტორიული მომენტის მონაწილე არც თუ ისე ბევრია დღევანდელ ფეხბურთში,მაგრამ სამწუხაროდ მისი ეს ისტორიული მოვლენა მინიმუმ ერთი შეხვედრით გადაიდება.შესაძლოა ფერგიუსონმა განძრახ არ გამოიყვანა გიგზი მოედანზე და ეს ისტორიული ფაქტი ორი დიდი ტიტანის ბრძოლის მატჩისთვის შემოინახა,ამ თვალსაზრის თუ გავითვალისწინებთ,მაშინ გიგზი რეალთან ძირითადში თუ არა შეცვლიდან მაინც უნდა ვიხილოთ.ალბათ სერ ალექს სურს,რომ ორივე მოვლენა ერთ დღეს აღნიშნოს მანჩესტერის გულშემატკივრებმა.მაგრამ არის მეორე ფაქტიც,ნაკლებად სავარაუდოა,რომ გიგზმა სასტარდო შემადგენლობიდან დაიწყოს თამაში,რადგან მარცხენა ფლანგზე სერ ალექს ეშლი იანგი,ნანი და ნორვიჩთან მატჩის გმირი კაგავა ჰყავს,ეს ყველაფერი კი გიგზის პირველივე წუთებიდან თამაშის საშუალებას ამცირებს,მაგრამ ასევე შესაძლებელია გიგზი ნახევარდაცვაში მაიკლ კერიკს შეუწყვილდეს,მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ანდერსონი და ქლევერლი,რომლებიც ასევე შესანიშნავ სეზონს ატარებენ თავიანთ პოზიციაზე...
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
4 მარტი 2013 18:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გიგზიზე შეიძლება დაფიქრება შეიძლება ფერგის რაღაც აქვს გრანდიოზული ჩაფიქრებული...კაგავა ბრწყინვალე იყო...ვალენსია გაცილებით კარგი...
0
№2
ავტორი: UTD-Rule
4 მარტი 2013 18:44
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Esi,
ყოჩაღ საინტერესო იყო ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: always ReD
4 მარტი 2013 18:45
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
რა ფორმა დაკარგა ნეტა არ იყოს ეგრე, მე ვფიქრობ უფრო ძალები დაზოგა ამან გასაკუთრებულად :)
0
№4
ავტორი: buka oboladze
4 მარტი 2013 18:53
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ საინტერესოა, ვალენსიას იმედი მაქვს, მართლა მაგრად მევასება რა.
0
№5
ავტორი: Mike
4 მარტი 2013 18:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
მე მაგალითად რობინის გაბრწყინებას ველი რეალთან რაღაც გრანდიოზული უნდაგააკეთოს გული მიგრძნობსს რაა...
0
№6
ავტორი: red devil
4 მარტი 2013 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Giggzi bolo 20 wutistvis unda sheinaxos babum ro tamashi daawynaros da daalagos.
0
№7
ავტორი: Mr. Rooney
4 მარტი 2013 19:32
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
:((( ვან პერსიმ დაკარგაა? :((((((((((((
0
№8
ავტორი: love united
4 მარტი 2013 19:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვან პერსი გამოსწორდება,აი ვალენსიას რა ჭირს ვერ გამიგია...
0
№9
ავტორი: ლადო
4 მარტი 2013 20:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ყველას იმედი მაქვს სათითაოდ და უკვე ვეღარ ვითმენ ჩემი....... გათენდეს ეს ოხერი რა მალეეე 3d_10 აუ წინაზე რო ველოდებოდი ამ თამაშს იმენა 11 საათიდან 11:45 საათამდე დრო იმენა ძალიან მაგრად გაიწელააა
0
№10
ავტორი: I_K_A
4 მარტი 2013 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
საინტერესო სტატიაა, ვალენსიას არ ვიცი დააყენებს თუ არა ძირითადში მარა, ფლანგიდან ჩაწოდებები, ვალენსიას ჩაწოდებები ძალიან მაგარი საჭიროა მითუმეტეს რეალთან. ამ სეზონში არ მომწონს მაინცდამაინც ეკვადორელი მარა ნორვიჩთან რაღაც იმედი მომეცა, არაუშავდა.

მოკლედ ფერგიუსონს ვენდობი, ფერგიმ კარგად იცის ვინ უნდა დააყენოს და ვინ არა. love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top