"ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერმეინ ჯენასმა გააკრიტიკა ჟოზე მოურინიოს თამაშის სტილი.
"ეს ნათელია, როგორც დღის შუქი: ვიხილეთ ერთი გუნდი, რომელსაც სურდა მოიგება ამ მატჩში, ეს იყო "მანჩესტერ იუნაიტედი", რომლის მწვრთნელი ცვლილებებს ახდენს, უშვებს მაგალითად გრინვუდს. შემდეგ არის "ტოტენჰემი", რომელიც ცდილობს არ წააგოს ეს მატჩი." - თქვა ჯენასმა დღის მატჩზე.
"მოურინიო ცვლის ლო სელსოს და მის ადგილას შემოყავს სისოკო, ხოლო გარეტ ბეილი და დელე ალი სკამზე სხედან. ეს ის აზროვნებაა, რომელსაც გუნდი მისდევდა მთელი სეზონის განმავლობაში და სწორედ ამ მიზეზით არ არიან ჩემპიონთა ლიგის ზონაში".
ჟოზეს ხშირად აკრიტიკებენ მისი სტილის გამო. ის ხშირად მიმართავს დაცვით ფეხბურთს და არც გუშინდელი დღე ყოფილა გამონაკლისი.