"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ გარემოებაზე საუბრობს რაც გუშინ "ტოტენჰემთან" გამართული დაპირისპირების პირველი ტაიმის შემდეგ სუფევდა "წითელი ეშმაკების" გასახდელში.
"პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში მწვრთნელმა სიმშვიდისკენ მოგვიწოდა, ჩვენ ის უნდა შეგვენარჩუნებინა. გუნდში ყველას სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების. ჩვენ შევძელით ძალიან ძლიერი მეტოქის დამარცხება, ბედნიერი ვარ.
ზოგჯერ მსგავსი რამ ხდება ფეხბურთში, პირველი 30 - წუთი არასაკმარისად კარგები ვიყავით, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა".- ციტირებს Sky Sports - სკოტ მაკტომინაის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ედინსონ კავანის მიერ "ტოტენჰემის" კარში გატანილი გოლი სკოტ მაკტომინაის ეპიზოდის გამო გაუქმდა, ვიდეო რეფერის გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა მომენტი სადაც შოტლანდიელი ჰინ სონ მინის წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევდა.
მიუხედავად ამისა "წითელმა ეშმაკებმა" დეზები დამაჯერებელი ანგარიშით 1- 3 დაამარცხეს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.