პორტუგალიელის გაყიდვა გადაწყვეტილია.
სოლსკიაერმა რუბენ ნევეში დაამატა ზაფხულის სამიზნეებში - "მგლები" გაყიდვისთვის მზად არიან.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო მიზნებში დაამატა "მგლების" ნახევარმცველი რუბენ ნევეში და სავარაუდოდ, მასაც სურს კლუბის შეცვლა.
"იუნაიტედისთვის" ძირითადად პრიორიტეტულია სხვა პოზიციები მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის, პირველ რიგში, ცენტრალური მცველი, თავდამსხმელი და გარემარბი, მაგრამ ცენტრალური ნახევარდაცვა მაინც საჭიროა როტაციისთვის.
აგენტმა ჟორჟე მენდეშმა კომპანიებს დაავალა მყიდველების პოვნა და პოტენციური გარიგებები მათი ზოგიერთი საუკეთესო მოთამაშისთვის.
მენდეში ძირითადად პასუხისმგებელი იყო "მგლების" ამჟამინდელი ფეხბურთელების შეკრებაზე. გამოიყენა რა თავისი ცოდნა და კონტაქტები პორტუგალიის ბაზარზე, რომ ბოლო წლებში უამრავი ტალანტი გადმოეყვანა. გარდა ნევიშისა, რომელიც "მგლებში" მოსვლამდე იყო "პორტოს" კაპიტანი 18 წლის ასაკში, მენდეშმა სხვა ფეხბურთელებიც მოიყვანა "ვულვზში." ჟოაო მუტინიო, რუი პატრიციო, ნელსონ სემედო, რაულ ხიმენესი, დანიელ პოდენსი და პედრო ნეტო.
მხოლოდ "მგლები" არ გამოთქვვენ გაყიდვის სურვილს, რადგან თავად ფეხბურთელი გრძნობს, რომ ახალი გამოწვევის დრო დადგა. მისი ღირებულება აღემატება 30 მილიონ ფუნტს და ის აუცილებლად გაიყიდება, თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებენ.
https://www.90min.com/