ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შინ განცდილი მარცხის შემდეგ "დეზების" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "წითელი ეშმაკების" ფრანგ ნახევარმცველზე პოლ პოგბაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას წითელი ბარათი ეკუთვნოდა.
"ჩვენ ვთამაშობდით კარგი გუნდის წინააღმდეგ, გუნდის რომლის შემადგენლობაშიც ბევრი ძლიერი ნახევარმცველია. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შანსი იმისათვის, რომ გაგვეტანა მეორე გოლი.
ჩვენ კარის ჩარჩოს უბრალოდ ჩავუარეთ მაშინ როდესაც ვდომინირებდით. ვფიქრობ, თამაში იყო კარგი, ჩვენ ასეთი შედეგი არ დავიმსახურეთ. არ გაგვიმართლა. პოლ პოგბას წითელი ბარათი უნდა მიეღო სერჟ ორიესთან მომხდარ მომენტში". - იუწყება პორტუგალიელის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 31 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად პორტუგალიელის "ტოტენჰემი" უშანსოდ 1-3 დაამარცხა და ლიდერ "სიტისთან" ქულათა სხვაობა 11 - ამდე შეამცირა, "ოლდ ტრაფორდელების" აქტივში კიდევ ერთი ჩასატარებელი მატჩია "ქალაქელებთან" შედარებით.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.