"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული, ყოფილი ნახევარმცველი როი კინი თვლის, რომ ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელმა დამრტყმელმა ძალამ ჰარი კეინმა კარიერა ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში უნდა გააგრძელოს.
"ჰარი კეინმა კარგად უნდა გადახედოს "იუნაიტედში" არსებულ მდგომარეობას და უნდა შეაფასოს თუ რამხელა წინსვლაა "წითელი ეშმაკების" რიგებში მიმდინარე წელს.
მას შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი რგოლი ამ კოლექტივში. ვფიქრობ, რომ მას უღირს დაფიქრდეს "მანჩესტერ უნაიტედში" ტრანსფერზე". ციტირებს Goal - როი კინის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში კეინი ბრწყინვალე ფორმაშია. პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 29 შეხვედრაში მან 19 გოლის და 13 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ჰარის ჟოზე მოურინიოს გუნდთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.