ესპანელმა მეკარემ დევიდ დე ხეამ შესაძლოა ამ სეზონის ბოლოს დატოვოს "მანჩესტერ იუნაიტედი". ინგლისური გრანდის მენეჯმენტი მზად არის 30 წლის ფეხბურთელი გაუშვას არენდით.
The Mirror– ის თანახმად, "მადრიდის რეალი" დაინტერსებულია ესპანელით და ზაფხულში შესაძლოა არენდის წესით შეიძინონ.
აღსანიშნავია, რომ დე ხეას კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" დაანგარიშებულია 2023 წლის შუა რიცხვებამდე და მოიცავს დებულებას სეზონის გახანგრძლივების შესახებ.
როგორც ჩანს ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში დინ ჰენდერსონის გამოჩენამ ესპანელის კარის დარაჯის მომავალზე იმოქმედა.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.