პრესა სულ უფრო აქტიური ხდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის ირგვლივ. დღეს გავრცელებული ცნობით "წითელი ეშმაკები" "ელ მატადორის" გაშვებას არ აპირებენ.
ნიკოლო სკირი თავის სოციალურ გვერდ ტვიტერის საშუალებით აქვეყნებს ნფორმაციას რომლის თანახმადაც ედ ვუდვორდი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდება და შეეცდება დაარწმუნოს ისინი კავანის "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი წლით დატოვებაში.
პრესაში ხშირად ჩანს ინფრმაციები იმის შესახებაც, რომ თითქოს კავანის მიმართ ინტერესს არგენტინული "ბოკა ხუნიორსი" გამოხატავს. ეს უკანასკნელი მზად არის ფეხბურთელს 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
მიმდინარე სეზონში კავანმ პრემიერ ლიგაში "იიუნაიტედის" მაისურით 20 - შეხვედრა ჩაატარა. აღნიშნული შეხვედრებიდან ედინსონმა საკუთარი მონაგარის გაზრდა 7 გოლით და 2 საგოლე გადაცემით შეძლო.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.