დიდებულ ფორმაში მყოფი ჰარი კეინი გრანდების ყურადღებას მომავალი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიიღებს. ჟოზე მოურინიოს შეგირდი, გასული სეზონების მსგავსად ჩინებულად გამოიყურება.
პრესაში მრავალფეროვანი ინფორმაციები ჟონავს. ზოგი წერს, რომ თავად ფეხბურთელს ტიტულების ნაკლებობა აღელვებს და კარიერიულად ახალი ეტაპის დაწყება სურს.
The Athletic - შემდეგ რაღაცას იუწყება, იმ შემთხვევაში თუ ლონდონის "ტოტენჰემი", მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს - ჰარი კეინი გუნდს დატოვებს.
ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია ჰარის ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. თავის მხრივ "წითელი ეშმაკები" ახალ დამრტყმელ ძალას ეძებენ.
მიმდინარე სეზონში კეინი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად 19- გოლით და 13- საგოლე გადცემით ლიდერობს.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.