ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თანთადან უფრო ახლოვდება. მოვლენების საინტერესო წარმართვა იგეგმება "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას მიმართ ტურინელთა მხრიდან.
საქმე ეხება ანდრეა პირლოს "იუვენტუსს" რომელიც პოგბას დაბრუნების იმედს არ კარგავს. იტალიაში სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ და როგორც პრესა იუწყება ის შემუშავებულია.
ონლაინ პორტალ "calciomercato.com"- ის მიერ გავრცელებული ცნობებით, "ბებერი ქალბატონი" მზადაა გარიგებაში უისტონ მაკკინი ჩართოს რომელიც გერმანული "შალკესგან" 23 მილიონ ევროდ შეისყიდა.
მიმდინარე სეზონში მაკკინიმ სერია ა - ში 25 მატჩი ჩაატარა, საკუთარი მონაგარი კი 4 გოლით და 2 საგოლე გადაცემით შეავსო. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს რაც შეეხება ის 40 - დან 50 - მილიონ ევრომდე მერყეობს.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.