ესპანელი გოლკიპერი დავიდ დე ხეა რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს და გუნდის მთავარი მეკარეა უკვე სტაბილურად წლების განმავლობაში, გულშემატკივარმა შესაძლოა სხვა კლუბის მაისურით იხილოს.
გლეიზერების კლუბის ხელმძღვანელობამ, 30 წლის მეკარე შესაძლოა არენდის წესის თანახმად დროებით გაასხვისოს. ინფორმაციას ESPN - ი ავრცელებს.
ამ ნაბიჯით, კლუბს სურს იმ კოლოსალური თანხის რესტავრირება რომელსაც გუნდის მთავარი კარის დარაჯი ხელფასის სახით გამოიმუშავებს "ოლდ ტრაფორდზე".
დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედს" 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკო" - დან შეუერთდა. მიმდინარ სეზონში მან პრემიერ ლიგის ეგიდით 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.