ჯესი ლინგარდი, რომელიც ამჟამად დევიდ მოიესის "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავს და რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაა, შესაძლოა ლონდონურ კლუბში აღმოჩნდეს.
Daily Star- ი წერს, რომ 28- წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მიკელ არტეტას "არსენალი" გამოხატავს. დიდი ალბათობით "ჩაქუჩები" ლინგარდისთვის იბრძოლებენ, რადგან შესანიშნავად ათამაშებული ჯესი, მოიესის კომპლიმენტებს ნამდვილად იმსახურებს.
ლინგარდი, მის ამჟამინდელ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. ხელშეკრულება არენდის წესისი პირობებით გაფორმდა რაც იმას ნიშნავს, რომ ლინგარდს სეზონის დასრულებისთანავე "იუნაიტედში" დაბრუნება მოუწევს.
თავის მხრივ "წითელი ეშმაკების" მხრიდან, ფეხბურთელთან არ არსებობს ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილები, ყოველ შემთხვევაში პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს თუ მივენდობით, კლუბმა ლინგარდის სატრანსფერო ფასიც კი შეიმუშავა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.