ცნობები რომელიც აქამდე ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ თითქოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კლუბს დატოვებდა, დღეს თითქოს გამყარდა.
ინფორმაცია გამყარდა იმით, რომ სპორტულმა პრესამ მინიშნება გააკეთა. ESPN- ის მიერ გავრცელებული სიახლეებით, ურუგვაელი შემტევი მოლაპარაკებებს "ბოკა ხუნიორსთან" აწარმოებს.
მოლპარაკებებს სათავეში, არგენტინული კლუბის პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ხუან რომან რიკელმე უდგას.
ოლე გუნარ სოლსკიაერს, შემტევის დატოვება კიდევ ერთი წლით სურს. გამომდინარე აქედან ედ ვუდვორდი ფეხბურთელს ამ ხნით გათვალისწინებული ვადებით ხელშეკრულებას შესთავაზებს, თუმცა გადაწყვეტილება ედინსონზეა.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.