"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯმენტი, კლუბის კუთვნილებაში მყოფი ფეხბურთელის ჯესი ლინგარდის საბოლოოდ გაყიდვაზე, როგორც ჩანს ყაბულს არის.
ნახევარმცველი ამჟამად, დევიდ მოიესის "ვესტ ჰემში" იჯარის წესით ასპარეზობს. უნდა აღინიშნოს ის სათამაშო ფორმა, რაც ფეხბურთელმა "ჩაქუჩების" შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ აკრიფა. ჯესის ანგარიშზე, 8 ჩტარებული შეხვედრიდან 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ირიცხება.
Daily Mirror- ის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, "ოლდ ტრაფორდელები" ლინგარდზე შემოთავაზებებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიიღებენ.
"გლეიზერების" გრანდს, 28 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის მიღება სურთ. ( 35 მილიონი ევრო ).
რაც შეეხება არენდის ვადებს, ლინგარდი "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.