თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2021, 12:16
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1069,
კომენტარები: 2
ოლე თამაშის შემდეგ
ვერასდროს ვიქნებით კმაყოფილი მეორე ადგილით.
ოლე თამაშის შემდეგ
სოციალურ ქსელებში რასიზმის პრობლემაზე

ჩვენ გარკვეულ პროგრესს ვაღწევთ, რადგან მას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. უამრავ კლუბს, მათ შორის ჩვენც, სურს სოციალურ ქსელთან მუშაობა ამ ფენომენის აღმოსაფხვრელად. მე პატივს ვცემ სხვა კლუბების, ფეხბურთელების და მწვრთნელების გადაწყვეტილებას, გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ, იქნება ეს სოციალური მედიის ბოიკოტი თუ საკუთარი ანგარიშების დაბლოკვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ერთად ვიმუშაოთ, გამოსავალი ვიპოვოთ და ეს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

დაბრუნდება ჰენდერსონი კარში?

ჩვენ შემადგენლობას შევარჩევთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ახლა მოხდება. ძალიან რთულია გუნდის სრულად მომზადება ამ მოკლე დროში. დღეს ესპანეთში დარჩენა მოგვიწევს, ჩვენ ხვალ გავფრინდებით, შაბათს აღდგენის დღე იქნება და შემდეგ ვნახავთ, როგორ იგრძნობენ თავს ჩვენი ბიჭები. ასე რომ, ჯერ არ ვიცი, მაგალითად, რამდენად იქნებიან მზად ლუკი და მარკუსი "ტოტენჰემთან" მატჩისთვის.

მისაღებია მეორე ადგილი?

"მანჩესტერ იუნაიტედი" ვერასდროს დაკმაყოფილდება მეორე ადგილით და ჩვენ ვერასდროს დავთანხმდებით მეორე ადგილზე დარჩენას. ეს არის ჩვენი არსი - ჩვენ ვნახეთ ისეთი სიმაღლეები, რაც სხვა კლუბების უმეტესობამ ვერ ნახა და ჩვენ ვიცით, რისი შესაძლებლობა აქვს "იუნაიტედს". რაც შემეხება პირადად მე, ამ პოსტზე არც ისე დიდი ხნის წინ დავინიშნე და დრო დამჭირდა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენ უკეთეს შედეგს მივიღებთ, რადგან ცხრილში მოცემული ადგილი არ შეესაბამება ჩვენს ამბიციებს.

პირველი წრის მტკივნეული დამარცხება გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე?

ვფიქრობ, ეს მტკივნეული მოგონებაა ჩვენი ბიჭებისთვის, მათი სიამაყე დააზარალდა. ჩვენ თვითონ შევქმენით პრობლემები, სეზონის წინა მოსამზადებელი ყველამ ერთად ვერ გავიარეთ და ჩვენ არ დავაკმაყოფილეთ საჭირო სტანდარტები. ჩვენ ძალიან ცუდად ვთამაშობდით და დარწმუნებული ვარ, ბიჭებს მოუნდებათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად მეტი შეგვიძლია.

რამდენად უკეთესია გუნდი მაშინდელთან შედარებით

მთავარი, რაც დავამატეთ, არის ფიზიკური მზადყოფნა, მაშინ ჩვენ უსაზღვროდ შორს ვიყავით საჭირო დონისგან. თუ არ ვცდები, ეს ჩვენი სეზონის მესამე თამაში იყო? დიახ, მესამე თამაში და ჩვენ არ ვგავდით საკუთარ თავს. მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლეთ, იმედია ამჯერად ბევრად უკეთესად ვითამაშებთ.

უნდა იდარდონ ეროვნული გუნდის გულშემატკივრებმა რაშფორდის ფიტნესზე?

არ ვფიქრობ, რომ მათ უნდა ინერვიულონ. რა თქმა უნდა, ტრავმები შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ ახლა მისი ფიზიკური ფორმა დამაკმაყოფილებელია. ის არის სპორტული, ჯანმრთელი და ძლიერი. ის ფიქრობს საკუთარ თავზე, როდესაც საბრძოლო თამაშებზე მიდის. რა თქმა უნდა, არ გვინდა ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში, სადაც მას ყოველ წუთში უნდა ეთამაშა და დღეს თამაშიდან გამოვიყვანეთ, რადგან ფეხი ცოტათი აწუხებს. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია გამოსწორდება, დღეს ის თავს ბევრად უკეთესად გრძნობდა, ვიდრე კვირას.

გაწუხებთ ჰარი კეინის შესანიშნავი ფორმა?

რა თქმა უნდა. ვემზადებით ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის წინააღმდეგ. ყველა გუნდი, რომელიც ემზადება "ტოტენჰემის" ან ინგლისის წინააღმდეგ მატჩისთვის, იცის რისი გაკეთება შეუძლია ჰარის. ყველამ ვიცით, როგორ სეზონს ატარებენ კეინი და სონი და როგორი ურთიერთგაგებაა მათ შორის. ეს "ტოტენჰემის" ერთ-ერთი უდიდესი ძლიერი მხარეა, მაგრამ მათ სხვა ხარისხიანი ფეხბურთელებიც ჰყავთ.

კავანის მდგომარეობის შესახებ

დიახ, ჩვენ ედინსონს ვესაუბრეთ და მუდმივად ვუკავშირდებით, ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. ის ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, თუ სად უნდა იყოს მომავალ სეზონში, მაგრამ არაუშავს. ეს რთული წელი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის, ამიტომ მას დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად.

დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს ედინსონს საუკეთესო ფორმაში ვნახავთ. მან იცის, რომ ეს მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნება, რადგან ჩვენ ვიბრძვით ევროპა ლიგის თასისა და ჩემპიონატში ღირსეული ადგილისთვის. ლიგის მხოლოდ რვა თამაშია დარჩენილი და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ სად ვიქნებით სეზონის ბოლოს. ის ბევრს მუშაობს ოპტიმალური ფორმის მისაღებად, იმედია პიკს მიაღწევს უახლოეს კვირებში.

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2021 19:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ტური ისე მიდის არაა გამორიცხული რო დავკარგოთ ქულები, ჩვენ ხო შანსებს თითქმის ვერ ვიყენებთ...
0
№2
ავტორი: ikeoni
10 აპრილი 2021 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
ხვალ უნდა მოვიგოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top