კატალონიის "ბარსელონას" ფრანგმა შემტევმა უსმან დემბელემ, კარიერა შესაძლოა ინგლისურ გრანდში "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.
გარდა ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდისა, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იტალიური გრანდი ტურინის "იუვენტუსიც" გამოხატავს. აღნიშნულზე ინფორმაციას ესპანური პრესა, კერძოდ კი Mundo Deportivo - ავრცელებს.
დემბელე ამ ეტაპზე მისი მომავლის გზაჯვარედინზე იმყოფება. მას შეუძლია კუმანის გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს ან შეთავაზებული ინტერესი განიხილოს და კარიერის ახალი ეტაპი გახსნას.
რაც შეეხება ლაპორტას გუნდის სურვილებს, "კატალონიელებს" 23- წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი ვერ გაფორმდა, ისინი იძულებული იქნებიან უსმანი გაყიდონ, რადგან დემბელეს მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი მომავალი სეზონის დასრულებამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ფრანგის ანგარიშზე, 35- ჩატარებულ შეხვედრაში 9- გოლი და 4- საგოლე გადაცემა ირიცხება. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, "ტრანსფერმარკეტი" ფეხბურთელს 50- მილიონ ევროდ აფასებს.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.