"იუნაიტედის" ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი, რომელიც "ვესტ ჰემში" იჯარით თამაშობს, "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში კიდევ ერთი ეფექტური მოქმედებით გაიტანა - 28 წლის ინგლისელის ანგარიშზეა გოლი და საგოლე პასი.
იჯარით წასვლის შემდეგ, ლინგარდმა ჩაქუჩებში 8 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 პასი გააკეთა. არცერთ მოთამაშეს არ მიუღია მონაწილეობა პრემიერ ლიგის ამდენ გოლში მას შემდეგ, რაც ჯესის დებიუტი შედგა მიმდინარე წლის თებერვალში.