თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2021, 14:02
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1220,
კომენტარები: 4
ოლე თამაშის შემდეგ
სანამ თეორიული შანსია ჩემპიონობის არ ვჩერდებით.
ოლე თამაშის შემდეგ
ორი განსხვავებული ნახევარი

ვფიქრობ, ეს შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ როცა მათ გაიტანეს, რითმს ვეღარ დავუბრუნდით და შესვენება დაგვჭირდა, რომ ისევ შეგვეტია. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ.

ინსტრუქციები შესვენებაზე

მეორე ტაიმში ტაქტიკური ცვლილებები არ განხორციელებულა, უბრალოდ მეტი მოძრაობა დავავალე. ზოგჯერ საერთაშორისო მატჩების შემდეგ, გუნდს დრო სჭირდება აღდგენისთვის, ფეიერვერკი კი მხოლოდ შესვენების დროს შეიძლება აინთოს. მეორე ტაიმში ყველაფერი გამოგვივიდა.

შესანიშნავი გოლები

პირველი გოლი იყო ბრუნოს შესანიშნავი თამაშის შედეგი მარკუსის შესანიშნავი დასრულებით. ეს არის ჩემი საყვარელი ტიპის საბოლოო დარტყმა, როდესაც ყველაფერი ფორვარდის კონტროლის ქვეშ არის. ის სრულად აკონტროლებს სიტუაციას, კუთხეები ყოველთვის დაუცველია, ამიტომ ეს იყო მნიშვნელოვანი გოლი და შეტევის კარგი დასრულება. მეორე გოლიც ძალიან, ძალიან კარგი იყო. მეისონმა ნახტომში შეძლო თავით გატანა.

გრინვუდი იზრდებოდა

ის ყველაფერს აკეთებს სწორად და საჭირო დროს. ამაზე უკვე რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ - ის იზრდება და შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. შესვენებამდე ის საუკეთსო იყო მოედანზე. ის ზუსტად მოქმედებს, თავდაჯერებულად იჭერს ბურთს, ზოგჯერ კი ის ცვლიდა ტემპს, აზღვევდა მცველებს და დარტყმისთვის ყოველტვის მზად იყო.

კავანის გავლენის შესახებ

მეისონი ბევრ რამეს ისწავლის ედისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ედინსონი ახლა ჩვენთანაა, რადგან, სამწუხაროდ, ის სამუდამოდ ვერ ითამაშებს ფეხბურთს, მაგრამ მისი თვისებები, სტილი, მოძრაობა ახლა მასონზე გადადის. მას ასეთი გოლების გატანა სჭირდება, რადგან ყველამ ვიცით, რა დიდი ნიჭი აქვს ამ ბიჭს. მან დღეს შესანიშნავად ითამაშა და თუ ის რეგულარულად გაიტანს ასეთ გოლებს, ჩვენ გვეცოდინება, რომ ჩვენს გუნდში გვყავს მაღალი დონის თავდამსხმელი.

25 ქულა იმ მატჩებში, სადაც პირველი გაუშვით

ეს აჩვენებს ჩვენს სულისკვეთებას, ჩვენს დამოკიდებულებას და ჩვენს ხასიათს. ზოგჯერ თამაში არ მიდის ისე, როგორც თავიდან ელოდები. ჩვენ კარგად დავიწყეთ, შევქმენით კარგი შანსები, მაგრამ თუ დაცვაში შეცდომებს უშვებთ, აუცილებლად დაისჯებით. ასე რომ, ჩვენ ისევ გვიწევდა რეაგირება გაშვებულ გოლზე, როგორც ეს ბევრჯერ მოვახდინეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვოცნებობთ ასეთ სიტუაციებზე, მაგრამ ბიჭები აჩვენებენ, რომ მათ შეუძლიათ იმპულსის გაზრდა და შანსების შექმნა.

შედეგი თუ ლამაზი თამაში?

თქვენ ყოველთვის გინდათ ლამაზად ითამაშოთ, რადგან რაც უკეთ ითამაშებთ, მით მეტ შანსს და სასურველ შედეგს მიიღებთ. მაგრამ ზოგჯერ თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ გამარჯვების გზა. ჩვენ გავზარდეთ ზეწოლა და გვყავს ხარისხიანი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამით.

მესამე ადგილთან 4 ქულა სხვაობა

დიახ, კარგია, რომ ეს მოხდა, მაგრამ ჩვენ დამშვიდებას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩემპიონატში, ხოლო ბიჭები განაგრძობენ სასტარტოში ადგილისთვის ბრძოლას. ჩვენ გვყავს კარგი გუნდი, რომელშიც ინტენსიური კონკურენციაა ბევრ პოზიციაზე და ბრძოლას გავაგრძელებთ, სანამ მათემატიკური შანსია. სანამ ჩვენ ვიმარჯვებთ, მნიშვნელობა არ აქვს სხვა გუნდები როგორ თამაშობენ. პირველ ადგილთან დიდი სხვაობაა, მაგრამ ახლა ჩვენ გვსურს მეორე ადგილზე კარგად გამყარება. აქ გვინდოდა დადებითი შედეგი, რადგან სრულად გადავერთოთ ევროპა ლიგაზე.

https://www.manutd.com/
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2021 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
რეში გამოკლება ძალიან ცუდია და იმედია მალე დაბრუნდება ❤️ დიალო უნდა დააყენოს გრანადასთან ძირითადში
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2021 15:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სეზონი ბოლო ახლოვდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ცუდია რო ტრავმიანობა დაიწყო. მთავარია მუხტი არ დაკარგონ და არიან ასე თუ ისე შემცვლელები
1
№3
ავტორი: PaLoMo
6 აპრილი 2021 15:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: ikeoni
რეში გამოკლება ძალიან ცუდია და იმედია მალე დაბრუნდება ❤️ დიალო უნდა დააყენოს გრანადასთან ძირითადში

რეშსრა ჭირს?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
6 აპრილი 2021 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
გიჟი ხარ ოლეეეეეეეეეეეეე
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top