ოლე გუნარ სოლსკიაერმა გულშემატკივრებს არასასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდა.
ენტონი მარსიალმა და მარკუს რეშფორდმა ლაზარეთში გადაინაცვლა. ფრანგის შემთვევაში სიტუაცია რთულადაა, რადგან ოლემ დაადასტურა, რომ მისთვის სეზონი დასრულდა. რაც შეეხება მარკუსს,მან შესაძლოა გამოტოვოს ევროპა ლიგის ორივე შეხვედრა და ასევე ვერ დაეხმაროს კლუბს "ტოტენჰემთან".
"ენტონის დაკარგვა მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან სამწუხაროა. ამას არ ველოდით, რადგან მათ საფრანგეთიდან განაცხადეს, რომ დაზიანება არ იყო ძალიან სერიოზული, მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარად გამოჩნდა."
"მარკუსის შემთხევაში დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი კარგად არის", - თქვა ოლემ. - საკმაოდ რთული დაზიანება იყო, ამიტომ მას მოუწია მინდვრის დატოვება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მარკუსს არ სურს არც ერთი მატჩის გამოტოვება, არც ერთი წუთი, მაგრამ იმედი ვიქინოით, რომ ის მალე დაგვიბრუნდება"
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.