თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2021, 19:03
ავტორი: Svani,
ნანახია: 1385,
კომენტარები: 11
შესაძლო ბარტერი
სიტუაცია დონი ვან დე ბეეკის ირგვლივ.
შესაძლო ბარტერი
პრესის დღევანდელ ფურცლებს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი არ გამორჩენიათ. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი შექმნა იმ გარემოებამ, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს.

კერძოდ, დონი ვერ ახერხებს ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის რეგულარული წევრი გახდეს. მატჩიდან მატჩამდე ვან დე ბეეკი მცირე მიზერულ სათამაშო დროს იღებს.

აქედან გამომდინარე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს ჰოლანდიელს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება და კარიერის იმ კლუბში გაგრძელება სურს სადაც მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

Daily Express- ის მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ტურინის "იუვეტუსს" შორის შესაძლოა ბარტერ შედგეს. საქმე ეხება ადრიენ რაბიოს რომელსაც "ბებერი ქალბატონი" ვან დე ბეეკის სანავლოდ ჩამოდის.

აღნიშნული წყარო იუწყება, რომ რაბიოს ტრანსფერის წინააღმდეგი არც "მანჩესტერ იუნაიტედია". ფრანგი ფეხბურთელი ტურინელების კოლექტივის შემადგენლობაში 2019 წლიდან ასპარეზობს. ის იტალიელებს ფრანგული "პსჟ"- დან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

რაც შეეხება ვან დე ბეეკს, "წთელმა ეშმაკებმა" მისი კონტრაქტი 59 მილიონ ევროდ შეისყიდეს, სწორედ ეს თანხმა მიიღო ამსტერდამის "აიაქსმა" ინგლისელებისგან დონის სანაცვლოდ.


გსურთ თუ არა ეს ბარტერი?

დიახ
არა

ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: hari
2 აპრილი 2021 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ვერცერთ ჩვენს ნახევარ მცველს ვერ ჯობია და რაჩემ სი***** გვინდა?
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
2 აპრილი 2021 20:42
  • სიახლეები: 886
  • კომენტარები: 1220
რაის ბარტერი და რასი რაბიო, გადააწყვიტეთ ეს აქედან. ამას ბეეკი 100 თავით ჯობია, ყველა ასპექტში. პროსტა ჩვენ არ ვთამაშობთ ერთი შეხებით და ბურთს ვათრევთ ნახ-დაცვაში, თორე დონი ძაან კლასნია.
0
№3
ავტორი: bendzela
2 აპრილი 2021 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 347
იმედია დონი გაიხსნება და გუნდს მოერგება . გულით მინდა რო ჩვენთან წარმატებას მიახწიოს და იმედია მიახწევს დონი ❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
2 აპრილი 2021 23:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 9369
დონი არაა გასაშვები
0
№5
ავტორი: ikeoni
3 აპრილი 2021 01:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9216
იმედია დარჩება და მოერგება გუნდს მაგრად მინდა რო ითამაშოს და იყოს ეს ბიჭი წარმატებული ჩვენთან ❤️
0
№6
ავტორი: T0nn1111
3 აპრილი 2021 02:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
დონ (ვან დე ბეკი) ეს ბიჭი იტყვის თავის სიტყვას !
0
№7
ავტორი: Mishiko82
3 აპრილი 2021 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 113
არამგონია რაბიო რამით სჯობდეს ვანდე ბეკს და რატომ უნდა გაცვალონ ვერ გამიგია?. ვანდე ბეკს ცოტა შანსი და ნდობა სჭირდება და თავის სიტყვას იტყვის.
0
№8
ავტორი: gogita1991
3 აპრილი 2021 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 410
რა მაგრად მომწონს ეს ლიდსის რაფინია
0
№9
ავტორი: LASHQARA
3 აპრილი 2021 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1800
ჩვენ სტილში რასაც გუნდი თამაშობს რაბიო უფრო ჯდება, ფიზიკურად უფრო ძლიერია, მეორე სართულზე კარგად თამაშობს, კარგი შორეული დარტყმა აქ, სკოტის სტილის ფეხბურთელია რა, ვან დე ბეეკი უფრო ბარსა, სიტი, იგივე აიაქსი, ასეთი სტილით მოთამაშე გუნდში გაიხსნება, მაგაში რაბიო ვერასდროს აჯობებს... am
0
№10
ავტორი: Phil Jones
4 აპრილი 2021 10:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1576
ბიჭებო ამ ჰალანდს ვუყურებ ვუყურებ და ერთი ძალიან კარგი თავდამსხმელია მეტი არაფერი, ეგ ხლატანის დონემდე ვერასდროს მივა, არ ვამბობ რომ ცუდია და ა.შ უბრალოდ წეღან რაღაც ჭორი წავიკითხე სიტიც კი გაოცდაო დორტმუნდის მოთხოვნებით და მე თუ მკითხავ მაგ გუნდთან და რაიოლასთან საქმე არაა დასაჭერი :)) როჟები ვაჭრუკანები არიან და საშუალო ფეხბურთელს აპიარებენ ტოპ კლასის იგროკად, ეგერ ლიგაზეც ვერ გადის ეგ დორტმუნდი აინტრახტი უსწრებს ანდრე სილვა და იოვიჩებით :)))))
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

11 აპრილი 2021, 19:30
ტოტენჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
15 აპრილი 2021, 23:00
იუნაიტედი
გრანადა
ევროპა ლიგა
18 აპრილი 2021, 19:00
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი11 აპრილი
გრანადა15 აპრილი
ბარნლი18 აპრილი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

8 აპრილი 2021, 23:00
გრანადა0
იუნაიტედი2
ევროპა ლიგა
4 აპრილი 2021, 22:30
იუნაიტედი2
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
21 მარტი 2021, 21:00
ლესტერი3
იუნაიტედი1
ინგლისის თასი
გრანადა8 აპრილი
ბრაიტონი4 აპრილი
ლესტერი21 მარტი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top