ოფიციალურად, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო მომავალი სეზონიდან "ქალაქელების" რიგებს დატოვებს. გვარდიოლას გუნდის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივება ვერ მოხერხდა.
აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, სპორტული დაბლოიდები აქტიურად წერენ აგუეროს მომავალი კლუბის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციებით, ტავად აგუეროს "ნისლიანი ალბიონის" დატოვება არ სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აგუეროს შესაძლო ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში" იქნებოდა კლუბისთვის მომგებიანი რადგან სერხიო ოლე გუნარის შემადგენლობას დიმიტარის აზრით მნიშვნელოვნად გააძლიერებდა.
"პრესაში აგუეროს შესახებ ბევრი ჭორი იწერება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ადგილას, რომ ვიყო სერხიოსთან კონტრაქტს აუცილებლად გავაფორმებდი. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი და თუ რა აქვს გაკეთებული მას ამ კლუბისთვის, თქვენ ვერ შეძლებთ არ მოგწონდეთ აგუერო.
ის მხოლოდ 32 - წლისაა, ჯერ კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა. უბრალოდ გადახედეთ იბრაჰიმოვიჩისა და კავანის გამოსვლებს, ისინი ფენომენალურად თამაშობენ. აგუერო "მანჩესტერ იუნაიტედს" მნიშვნელოვნად გააძლიერებს, თუმცა არ ვფიქრობ რომ ეს ტრანსფერი შედგება".- ციტირებს Manchester Evening News - ბერბატოვის სიტყვებს.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.